სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში, სტუდენტურ კლუბ - „ დიპლომატთა ალიანის“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია დღეს ყელაზე აქტუალურ და მწვავე საკითხზე - ტერორიზმზე რეგიონსა და მსოფლიოში.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე თბილისში მდებარე კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა: საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ტერორიზმთან ბრძოლაში, კიბერ ტერორიზმი, თავისუფალი სამყაროს პასუხი, მსოფლიო უსაფრთხოება და ა. შ.
კონფერენციის დასასრული დისკუსიას და კითხვა პასუხის რეჟიმს დაეთმო.